სსბ-ის აქციონერთა მორიგი საერთო კრება ფინანსურ ანგარიშგებებსა და საბჭოს წევრების არჩევაზე იმსჯელებს
10 სექ 2025
10 სექ 2025
სს „თბილისის საფონდო ბირჟა“ (სსბ, საიდენტიფიკაციო კოდი: 405099682) აქციონერებს აცნობებს, რომ 2025 წლის 25 სექტემბერს, 12:00 საათზე, ჩატარდება ბირჟის აქციონერთა მორიგი საერთო კრება დაუსწრებლად, წინასწარი ელექტრონული გამოკითხვის გზით.
ბირჟის ხელმძღვანელი ორგანოს გადაწყვეტილებით, კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2025 წლის 3 სექტემბერი. საერთო კრებაში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება აქვთ მხოლოდ ამ თარიღის მდგომარეობით რეგისტრირებულ აქციონერებს.
ხელმძღვანელი ორგანოს რეკომენდაცია (გადაწყვეტილების პროექტი), რომელიც ითვალისწინებს 2024 წლის ანგარიშგებების დამტკიცებას, 2025 წლის აუდიტორად შპს „ნექსია ჯორჯიას“ არჩევას და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ხელახალ არჩევას/განახლებას, მოცემულია თანდართულ ფაილებში. 2024 წლის აუდიტებული ფინანსური ანგარიშგებები განთავსებულია ბირჟის ვებ-გვერდზე.
პარტნიორობა წამყვან საფონდო ბირჟებთან გვაძლევს შესაძლებლობას შემოგთავაზოთ მრავალფეროვანი საინვესტიციო ინსტრუმენტები და სანდო სავაჭრო გარემო.