3.0465
3.5598
0.0543
2.6121
სიახლეები

სსბ-ის აქციონერთა მორიგი საერთო კრება ფინანსურ ანგარიშგებებსა და საბჭოს წევრების არჩევაზე იმსჯელებს

Image
Tbilisi Stock Exchange

სს „თბილისის საფონდო ბირჟა“ (სსბ, საიდენტიფიკაციო კოდი: 405099682) აქციონერებს აცნობებს, რომ 2025 წლის 25 სექტემბერს, 12:00 საათზე, ჩატარდება ბირჟის აქციონერთა მორიგი საერთო კრება დაუსწრებლად, წინასწარი ელექტრონული გამოკითხვის გზით.

ბირჟის ხელმძღვანელი ორგანოს გადაწყვეტილებით, კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2025 წლის 3 სექტემბერი. საერთო კრებაში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება აქვთ მხოლოდ ამ თარიღის მდგომარეობით რეგისტრირებულ აქციონერებს.

დღის წესრიგი:

  • ბირჟის 2024 წლის აუდიტებული კონსოლიდირებული და ცალკე მდგომი ფინანსური ანგარიშგებების დამტკიცების შესახებ.
  • ბირჟის 2025 წლის ფინანსური აუდიტის (როგორც კონსოლიდირებული, ასევე ცალკე მდგომი კომპანიისთვის) ჩასატარებლად აუდიტორული ფირმის არჩევის შესახებ.
  • ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევის შესახებ.

კრებაში მონაწილეობისა და ხმის მიცემის წესი:

  • ხმის მიცემის ფორმატი: ხმის მიცემა ხდება წერილობითი/ელექტრონული ფორმით. აქციონერებმა თავისი გადაწყვეტილება (ვეთანხმები / არ ვეთანხმები / თავს შევიკავებ) უნდა დააფიქსირონ ელ-ფოსტაზე: tkhizanishvili@tse.ge, 03.09.2025-დან 23.09.2025 წლამდე პერიოდში (კრებამდე სულ მცირე 2 დღით ადრე).
  • წარმომადგენლობა: კრებაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც პირადად, ისე წარმომადგენლის მეშვეობით. ფიზიკური პირის შემთხვევაში, მინდობილობა უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული ან დადასტურებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით. ბირჟის ხელმძღვანელ პირებსა და საბჭოს წევრებს არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ როგორც აქციონერთა წარმომადგენლებმა.
  • უფლების გადამოწმება: კრებაში მონაწილეობის უფლების შემოწმება შესაძლებელია ყოველ სამუშაო დღეს 10:00-დან 17:30 საათამდე სსბ-ში ან აქციათა რეესტრის მწარმოებელ სს „კავკასრეესტრში“ (მისამართზე: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N74 / მოსაშვილის ქ. 11).

ხელმძღვანელი ორგანოს რეკომენდაცია (გადაწყვეტილების პროექტი), რომელიც ითვალისწინებს 2024 წლის ანგარიშგებების დამტკიცებას, 2025 წლის აუდიტორად შპს „ნექსია ჯორჯიას“ არჩევას და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ხელახალ არჩევას/განახლებას, მოცემულია თანდართულ ფაილებში. 2024 წლის აუდიტებული ფინანსური ანგარიშგებები განთავსებულია ბირჟის ვებ-გვერდზე.

აქციონერთა საერთო კრების მოწვევა

სსბ-ს პარტნიორები

პარტნიორობა წამყვან საფონდო ბირჟებთან გვაძლევს შესაძლებლობას შემოგთავაზოთ მრავალფეროვანი საინვესტიციო ინსტრუმენტები და სანდო სავაჭრო გარემო.