3.0465
3.5598
0.0543
2.6121
სიახლეები

შპს „ფორსაით ბროკერსი“ სსბ-ის მოვაჭრე წევრად იქნა მიღებული

Image
Foresight Brokers

საქართველოს საფონდო ბირჟის (სსბ) სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2025 წლის 8 სექტემბრიდან შპს „ფორსაით ბროკერსი“ მიღებულ იქნა ბირჟის წევრად, მოვაჭრე წევრის სტატუსით.

როგორც ავტორიზებული საბროკერო კომპანია, შპს „ფორსაით ბროკერსი“ უფლებამოსილია ჩაერთოს ბირჟის სავაჭრო სისტემაში (TS), მიიღოს მონაწილეობა მიმდინარე სავაჭრო სესიებში და კლიენტების დავალებით განახორციელოს საბირჟო ოპერაციები, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის აქტივობისა და ლიკვიდობის გაზრდას.

დადგენილი წესებისა და წევრი საბროკერო კომპანიების სრული სიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ სსბ-ის პორტალს.

სსბ-ს პარტნიორები

პარტნიორობა წამყვან საფონდო ბირჟებთან გვაძლევს შესაძლებლობას შემოგთავაზოთ მრავალფეროვანი საინვესტიციო ინსტრუმენტები და სანდო სავაჭრო გარემო.