სსბ-ის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ცვლილებაზე იმსჯელებს
21 ნოე 2025
21 ნოე 2025
სს „თბილისის საფონდო ბირჟა“ (სსბ, საიდენტიფიკაციო კოდი: 405099682) აქციონერებს აცნობებს, რომ 2025 წლის 15 დეკემბერს, 12:00 საათზე, ჩატარდება ბირჟის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება დაუსწრებლად, წინასწარი ელექტრონული გამოკითხვის გზით.
კრების მოწვევის საფუძველს წარმოადგენს სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, ბატონ ირაკლი კირტავას წერილობითი მომართვა საკუთარი განცხადების საფუძველზე საბჭოს დატოვების შესახებ. სამეთვალყურეო საბჭოში ვაკანტური ადგილის შესავსებად, აქციონერის (სს „გალტ ენდ თაგარტი“) მხრიდან კანდიდატად დასახელებულია ბატონი გიორგი კუპრაშვილი (პ/ნ 01005013388).
ხელმძღვანელი ორგანოს რეკომენდაცია და გადაწყვეტილების დეტალური პროექტი მოცემულია თანდართულ ფაილში. კრებაში მონაწილეობის უფლების გადამოწმება შესაძლებელია სსბ-ში ან აქციათა რეესტრის მწარმოებელ სს „კავკასრეესტრში“.
პარტნიორობა წამყვან საფონდო ბირჟებთან გვაძლევს შესაძლებლობას შემოგთავაზოთ მრავალფეროვანი საინვესტიციო ინსტრუმენტები და სანდო სავაჭრო გარემო.