შპს „თეგეტა მოტორსის“ ობლიგაციები სსბ-ის A კატეგორიის ლისტინგში დაუშვეს
23 იან 2026
2026 წლის 23 იანვრიდან შპს „თეგეტა მოტორსის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 204447324) ობლიგაცია ოფიციალურად დაშვებულია საქართველოს საფონდო ბირჟის (სსბ) A კატეგორიის ლისტინგსა და სავაჭრო სისტემაში (TS).
დალისტული ფასიანი ქაღალდების სიისა და მიმდინარე სავაჭრო სესიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ სსბ-ის პორტალს.
პარტნიორობა წამყვან საფონდო ბირჟებთან გვაძლევს შესაძლებლობას შემოგთავაზოთ მრავალფეროვანი საინვესტიციო ინსტრუმენტები და სანდო სავაჭრო გარემო.