სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ ობლიგაციები სსბ-ის B კატეგორიის ლისტინგში დაუშვეს
8 დეკ 2025
8 დეკ 2025
2025 წლის 8 დეკემბრიდან სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ ობლიგაცია ოფიციალურად დაშვებულია საქართველოს საფონდო ბირჟის (სსბ) B კატეგორიის ლისტინგსა და სავაჭრო სისტემაში (TS).
დალისტული ფასიანი ქაღალდების სიისა და მიმდინარე სავაჭრო სესიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ სსბ-ის პორტალს.
პარტნიორობა წამყვან საფონდო ბირჟებთან გვაძლევს შესაძლებლობას შემოგთავაზოთ მრავალფეროვანი საინვესტიციო ინსტრუმენტები და სანდო სავაჭრო გარემო.